GEO ENG
 

 







 

ქართული საბავშვო ფოლკლორის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის კონკურსი

საგრანტო კონკურსის მიზანია საგრანტო დაფინანსების მეშვეობით ქართველოლოგიური კვლევების ფარგლებში ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორული თქმულებების, ეპოსის, ზღაპრების მეცნიერულ შესწავლასა და სისტემატიზაციას, ასევე თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის კვლევას; კვლევის შედეგების პოპულარიზაციას. კონკურსი ითვალისწინებს ისეთი ზღაპრების მოძიებასა და შეკრებას, რომლებიც დაფუძნებულია სიკეთეზე, უფროსების პატივისცემაზე, სამშობლოს, მშობლების, და-ძმის, მეგობრების სიყვარულზე, სწავლისა და შრომისმოყვარეობაზე, მოკლებულია ძალადობისა და აგრესიულობის მაგალითებს და თავისი შინაარსით დადებით ემოციებს აღძრავს მკითხველში.

შეკრებილი მასალა გამიზნული უნდა იყოს საგანმანათლებლო პროცესში გამოსაყენებლად. უპირატესობა ენიჭება ისეთ კრებულს, რომელშიც საყოველთაოდ ცნობილ ქართულ ზღაპრებთან ერთად წარმოდგენილია ახალი ან ჯერ გამოუქვეყნებელი ზღაპრები.

პროექტის მიერ ფონდიდან მოთხოვნილი მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 7 000 ლარს. ხოლო, პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს.