GEO ENG
 

 







 

საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვასა და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში.

კვლევის ხანგრძივობა არ უნდა აღემატებოდეს სამ წელს, ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება 300 000 ლარს. პროექტი შესაძლოა ითვალისწინებდეს უცხოური სამეცნიერო ფონდებიდან ან სხვა დონორი ორგანიზაციებიდან დამატებითი თანხის მოზიდვას კვლევების დასაფინასებლად.