GEO ENG
 

 







 

ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლა

საგრანტო კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლების ორგანიზება, არსებულ საზაფხულო სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა, ქართული კულტურისა და მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე გატანა, ქართველოლოგიის სხვადასხვა დარგით დაინტერესებულ უცხოელ სტუდენტთა და მეცნიერთა მოზიდვა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია: საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირს; ფიზიკურ პირს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე და აქვს მაგისტრის, დოქტორანტის ან მათთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი. ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის მთავარი ამოცანაა დააინტერესოს და ქართველოლოგიის კვლევაში ჩართოს უცხოელი სტუდენტები, დაეხმაროს მათ თანამედროვე ქართულის შესწავლაში, გააცნოს მათ ქართული კულტურა და წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს მეცნიერული, სოციალური, საგანმანათლებლო და სხვა მიღწევების შესახებ.

საგრანტო კონკურსი პირველად 2009 წელს ჩატარდა. 2009-2011 წლებში დაფინანდა 5   პროექტი საერთო ბიუჯეტით 122 359 ლარი.