GEO ENG
 

 







 

გრანტები ქართული ელექტრონული ლექსიკონების შესაქმნელად

საგრანტო კონკურსის მიზანია, ქართული ელექტრონული ლექსიკოგრაფიული ბაზის ჩამოყალიბება და განვითარება. თანამედროვე ტექნოლოგიგიურ მიღწევათა საფუძველზე ზოგადი და სპეციალური ელექტრონული ლექსიკონების შექმნა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და გრანტის მიღება შეუძლიათ: საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო იუირიდიულ პირებს და საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს მაგისტრის, დოქტორის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

დასაფინანსებლად შერჩეულ საგრანტო პროექტზე გასაცემი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს, ხოლო წელიწადში – 50 000 ლარს. საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 36 თვეს.

კონკურსი 2009 წლიდან ცხადდება და ყოველ წელს ერთ გამარჯვებულ პროექტს ავლენს.