GEO ENG
 

 







 

აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) მიერ გამოცხადებულ „ქართველი ქალებისათვის სამეცნიერო კვლევითი გრანტის“ 2014 წლის კონკურსი
კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ნიჭიერ ქართველ დოქტორანტ ქალბატონებს დისერტაციაზე მუშაობაში და სამეცნიერო კვლევებში ქალთა ჩართულობის ზრდას.
კონკურსში წარმოდგენილი იყო 37 საპროექტო წინადადება, რომელთაგან CRDF Global-ის მიერ 4 პროექტი მოიხსნა კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო.
აშშ-ს და საქართველოს დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებების შედეგად გამოვლინდა 10 გამარჯვებული დოქტორანტი ქალბატონი.