GEO ENG
 

 







 

2014 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსი
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ 2014 წლის 30 მაისს საკონფერენციო გრანტების კონკურსის შედეგები დაამტკიცა.
კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარები სჩატარებას, ინფორმაციის  გაცვლასა და  სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მათ ინტეგრირებას.
სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირის მიერ  საკონკურსოდ დარეგისტრირდა 87 განაცხადი. საკონფერენციო გრანტების 2014 წლის კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებლად შეირჩა 22 პროექტი.