GEO ENG
 

 







 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის უკრაინაში მიერ „მიზნობრივი კვლევისა და განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ორგანიზებული 2013 წლის ერთობლივი კონკურსი
”მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის” ფარგლებში 2013 წლის 9 იანვარს გამოცხადდა ერთობლივი საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:
ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები; 
ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები;
 
გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
საკონკურსოდ ფონდში შემოვიდა 114 საპროექტო განაცხადი. პროექტების ტექნიკური შემოწმების შედეგად კონკურსიდან მოიხსნა 9 ხარვეზიანი განაცხადი.
კონკურსის პირველ ეტაპზე, ქართველ დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებების საფუძველზე, შეირჩა 28 საპროექტო წინადადება, რომელთა რანჟირებული სია გადაეგზავნა მტცუ-ს. სრული სახით მომზადებული პროექტების შეფასება (მეორე ეტაპი) განხორციელდა მტცუ-ს ექსპერტების მიერ, რისი გათვალისწინებითაც მტცუ-ს მმართველთა საბჭომ ქ. კიევში 2013 წლის 12-13 დეკემბერს გამართულ 37-ე სხდომაზე დასაფინანსებლად მიიღო 9 პროექტი აღნიშნულ სამ სამეცნიერო სფეროში, კერძოდ: 

• საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები - 1 პროექტი;
 
• ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები - 3 პროექტი;
 
• ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები - 5 პროექტი.
 

გამარჯვებული პროექტები დამტკიცდა ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2014 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით.
 დაფინანსდა 9 პროექტი.