GEO ENG
 

 







 

გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსი

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგებით 207 პროექტი იყო.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელი პროექტების შერჩევა დაეყრდნო შემდეგ პრინციპებს:
1.        თითოეული მიმართულებიდან მეორე ეტაპზე გადავიდეს უმაღლესი შეფასების მქონე 6 პროექტი, იმ პირობით, რომ მათ უნდა ჰქონდეთ საამისოდ კონკურსის დებულებით გათვალისწინებული 85 ან უფრო მეტი ქულა;
2.        ქულათა თანაბრობის შემთხვევაში თუ ზუსტად 6 პროექტი არ შეირჩევა, მაშინ დასაშვებია მიმართულებიდან 6-ზე მეტი პროექტის გადასვლა. მაგალითად, თუ რომელიმე მიმართულებაში მე-6 და მე-7 პროექტს თანაბარი ქულები აღმოაჩნდება, მაშინ ორივე გადავა შეფასების მეორე ეტაპზე და სამეცნიერო საბჭო ამ მიმართულებიდან ექვსის ნაცვლად შვიდ პროექტს მოუსმენს.
აღნიშნულის მიხედვით გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2012 წლის კონკურსის მეორე ეტპაზე გადავიდა 52 პროექტი.

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ მოსმენების შემდეგ კონკურსის მეორე ეტაპზე დასაფინანსებლად გამოავლინა 38 პროექტი.