GEO ENG
 

 







 

2012-02-22
ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2011 წლის კონკურსის შედეგები

 სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2011 წლის კონკურსის შედეგები.

ფონდის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით ყველა სამეცნიერო მიმართულებაში დაფინანსდა სამი მაღალქულიანი პროექტი. მაღალქულიან პროექტებს შორის თანაბარქულიანი პროექტების არსებობის შემთხვევაში დაფინანსდა ყველა პროექტი. მაგ: მეექვსე მიმართულებაში დაფინანსდა ხუთი პროექტი, ვინაიდან მე-3, მე-4 და მე-5 პროექტებს აღმოაჩნდათ თანაბარი ქულები.

კონკურსის შედეგები

გამარჯვებული პროექტები

თითოეული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელს შეუძლია საკუთარი პროექტის შეფასებისა და ექსპერტების კომენტარების ნახვა პირად ანგარიშზე ვებგვერდზე www.rustaveli.org.ge

share