GEO ENG
 

 







 

2012-02-03
უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების 2011 წლის კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

დასრულდა ,,უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტების” 2011 წლის კონკურსის პირველი ეტაპი.

,,უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეთა მონაწილეობით ერთობლივი კვლევებისათვის სახელმწიფო გრანტის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად პროექტი, რომელიც მიიღებს 91 ქულას ან მეტს, გადადის შეფასების მეორე საფეხურზე.

ამავე დადგენილების მე-8 მუხლის თანახმად, შეფასების მეორე საფეხურზე ფონდის მიერ შექმნილი კომისია განიხილავს პროექტის/კვლევის მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობას საქართველოს სამეცნიერო პოტენცია¬ლის ამაღლებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის.

ფონდის მიერ შექმნილმა კომისიამ 2012 წლის 31 იანვარს და 1 თებერვალს მოისმინა მეორე ეტაპზე გადასული პროექტების ხელმძღვანელების/თანახელმძღვანელების ხანმოკლე პრეზენტაციები და შეაფასა ისინი საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №88 დადგენილების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. შეფასება გამოითვლება საკონკურსო კომისიის თითოეული წევრის მიერ დაწერილი შეფასების საშუალო არითმეტიკულის მიხედვით.

თითოეული პროექტის საბოლოო შეფასება მიიღება ორივე საფეხურის შეფასებათა შეკრებით. დასაფინანსებელი პროექტები შეირჩევა მათ მიერ მიღებული შეფასების შესაბამისად პროექტების რანჟირებული სიის მიხედვით.

კონკურსის საბოლოო შედეგები ცნობილი გახდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.


იხილეთ კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები:

share