GEO ENG
 

 







 

2012-01-05
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს ,,სახელმწიფო გრანტი მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებში საერთო კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ჩამოყალიბებისა და შემდგომში ამ პროგრამების საქართველოში გადმოტანის მიზნით”

საგრანტო კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების სამეცნიერო ცენტრის შექმნა უცხოეთის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტების გამოცდილების გათვალისწინებით.

საკონკურსოდ პროექტის შემოტანა შეუძლია საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და არასამეწარმეო - არაკომერციული იურიდიული პირის ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმის მქონე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას - უნივერსიტეტს. პროექტის გამარჯვების შემთხვევაში გრანტის მიმღები იქნება უნივერსიტეტი.

პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს ოთხ წელს, ხოლო ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება ყოველწლიურად არ უნდა აჭარბებდეს 700 000 ლარს.

კონკურსი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ფონდში საკონკურსო მასალების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 6 თებერვალი, 18:00 საათი. აღნიშნული ვადის შემდგომ წარმოდგენილი პროექტები საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და წარსადგენი ფორმების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემულ ბმულებში:

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის N30 დადგენილება
ბრძანება
კონკურსის პირობები
დანართი 1, განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ
დანართი 2 , პროექტის აღწერა
დანართი 3, ბიუჯეტი
დანართი 4, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის პროფესიული ბიოგრაფია
დანართი 5, პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი

share