GEO ENG
 

 







 

2011-12-28
ქართველ და იტალიელ მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშემწყობი კონკურსის შედეგები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ მეათე სხდომაზე განიხილა ქართველ და იტალიელ მეცნიერთა თანამშრომლობის ხელშემწყობი კონკურსის შედეგები. კონკურსის პირველ ეტაპზე შემოსული განაცხადები შეაფასეს დარგის ექსპერტთაგან დაკომპლექტებულმა კომისიებმა როგორც საქართველოში, ასევე, იტალიაში. კონკურსში მონაწილე 11 განაცხადიდან დასაფინანსებლად შეირჩა და ფონდის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა შემდეგი ხუთი პროექტი.


იხილეთ დაფინანსებული პროექტები:


კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პროექტის კოორდინატორის წერილი ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს პროექტის მიზნობრივი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ);
2. ჯგუფის ყვალა წევრის პირადობის მოწმობის სრული ასლები;

share