GEO ENG
 

 







 

2011-12-28
2011 წლის ქართული საბავშვო ფოლკლორის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ მეათე სხდომაზე განიხილა 2011 წლის ქართული საბავშვო ფოლკლორის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები. კონკურსის ფარგლებში ხუთი საპროექტო წინადადება შემოვიდა. საკონკურსო კომისიამ განიხილა თითოეული მათგანი და დასაფინანსებლად 1 პროექტი - ”ქართული საბავშვო ფოლკლორი” შეარჩია. სამეცნიერო ხელმძღვანელი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - რუსუდან ჩოლოყაშვილი. ფონდის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა დაფინანსებლად შერჩეული პროექტი.

კონკურსში გამარჯვებულა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შემდეგი დოკუმენტაცია:

1. საბაზო ორგანიზაციის წერილი ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს პროექტის მიზნობრივი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ);
2. პროექტში მონაწილე მკვლევართა ჯგუფის წევრების პირადობის მოწმობის სრული ასლები;

share