GEO ENG
 

 







 

2011-12-25
საახალწლო ნობათი სმენადაქვეითებულ ბავშვებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.

ნოდარ სურგულაძე და სულხან სისაური ქ. თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს საახალწლო წარმოდგენაზე ესტუმრნენ და სადღესასწაულო ნუგბარი მიართვეს.

რუსთაველის ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, ფონდი ყოველთვის სიამოვნებით სტუმრობს №203 სკოლა-პანსიონის აღსაზრდელებს და სხვადასხვა ღონისძიებებით ცდილობს ხელი შეუწყოს საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას.

203-ე სკოლა-პანიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 162 მოსწავლე სწავლობს, მათგან 105 - პანსიონური მომსახურებით სარგებლობს.

share