GEO ENG
 

 







 

2011-09-12
ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებული თემატური საკონფერენციო საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული გამოვლინდა

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დიდი ქართველი მწერლის - ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავთან დაკავშირებით, საგანგებო თემატური საკონფერენციო საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსოდ დარეგისტრირდა ერთი განაცხადი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარმოადგინა, ხელმძღვანელი - ირმა რატიანი.

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო საბჭომ მიმდინარე წლის 8 სექტემბერს გამართულ რიგით მეექვსე სხდომაზე პროექტი სახელწოდებით - „ვაჟა-ფშაველა 150, მითოლოგიური აზროვნება, ფოლკლორი და ლიტერატურული დისკურსი. ევროპული და კავკასიური გამოცდილება“ დასაფინანსებლად დაამტკიცა. აღნიშნული კონფერენცია მიმდინარე წლის 28 სექტემბერს გაიხსნება და 30 სექტემბერს ჩარგალში, ვაჟას სახლ-მუზეუმში დაიხურება.

share