GEO ENG
 

 







 

2011-07-29
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის 23 მეცნიერი დაფინანსდა

2011 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 68 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 23 მეცნიერი შეარჩია.

საკონკურსო განაცხადის კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსიდან მოიხსნა სამი განაცხადი (11_tr_115, 11_tr_114 და 11_tr_111)

მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

იხილეთ დაფინანსებული პროექტები >>

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. განცხადება გენერალური დირექტორის სახელზე;
2. პირადობის მოწმობის სრული ასლი;
3. მიწვევის და მოხსენების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები (თარგმანთან ერთად);
4. პირადი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ).

share