GEO ENG
 

 







 

2011-04-12
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოთხ საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის დისციპლინებს წელს პირველად ბიოლოგიაც დაემატება.

საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება:

16-17 აპრილი: ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის პირველი და მეორე შესარჩევი ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ)
30 აპრილი და 1 მაისი: ფიზიკისა და მათემატიკის მესამე და მეოთხე შესარჩევი ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ)
7-8 მაისი: ინფორმატიკის პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის დემირელის შ.პ.ს. ჩსდ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, გრიშაშვილის ქ. №1)

2011 წელს საქართველო დელეგაციებს შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარადგენს:

ა) ფიზიკის 42–ე საერთაშორისო ოლიმპიადა, IPhO 2011 (ტაილანდი, ქ. ბანგკოკი, 10–18 ივლისი) http://www.ipho2011.org/home
ბ) მათემატიკის 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადა, IMO 2011 (ნიდერლანდები, ქ. ამსტერდამი, 16–24 ივლისი) https://www.imo2011.nl/
გ) ინფორმატიკის 23-ე საერთაშორისო ოლიმპიადა, IOI 2011 (ტაილანდი, ქ. პატაია, 22–29 ივლისი) http://www.ioi2011.or.th/
დ) ბიოლოგიის 22-ე საერთაშორისო ოლიმპიადა, IBO 2011 (ტაივანი, ქ. ტაიპეი, 10–17 ივლისი) http://www.ibo-info.org/

შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).

საერთაშორისო ოლიმიადების პროგრამა და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა სია საგნების მიხედვით იხილეთ თანდართულ ბმულებში:

share