GEO ENG
 

 







 

2011-03-22
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საკონფერენციო გრანტების კონკურსს აცხადებს

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2011 წლის 15 მაისიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2011 წლის 22 მარტიდან 29 აპრილის 18 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის 2011 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 3 მაისის 18 საათისა.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

 

პროგრამის კოორდინატორი ეკეტერინე ბუთლიაშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: დ. უზნაძის ქ. #68, IV სართული
ტელ: + (995 32) 95 47 40;
ელ-ფოსტა: eketerine@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share