GEO ENG
 

 







 

2010-12-10
გამოცხადდა საგრანტო კონკურსი სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 ივნისის №171 დადგენილების საფუძველზე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შესაქმნელად.

კონკურსის მიზანია სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამების შექმნის ფინანსური უზრუნველყოფა და მის ფარგლებში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნის შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების შექმნა.

პროექტი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეს დაეხმარება სასწავლო პროგრამის უკეთესად ათვისებაში, საპროგრამო მასალისადმი ინტერესის გაღვივებაში, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებაში.

დასაფინანსებელი პროექტები შეირჩევა შემდეგი თემატური მიმართულებებით:

  • მათემატიკა (ინფორმატიკის ჩათვლით)
  • ბუნებისმეტყველება, ეკოლოგია
  • ისტორია, გეოგრაფია
  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • უცხო ენები

გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, აგრეთვე საქართველოს რეზიდენტი უცხო ქვეყნის მოქალაქე.

საბუთების მიღება იწარმოებს ფონდში, 14 დეკემბრის 14:00-მდე.

მისამართზე: თბილისი, უზნაძის №68.

ტელ: 95 47 40

საკონტაქტო პირი: მარიამ იაშვილი, ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

იხ. დანართები:

share