GEO ENG
 

 







 

2010-09-14
საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი

2010 წლის 20-21 სექტემბერს სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” (თავისუფლების მოედანი №4) საზეიმოდ გაიხსნება საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა ფორუმი.

ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული მეცნიერების განვითარებას, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მეცნიერთა გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომოლობის პერსპექტივების დასახვას.

ასევე, საქართველოს ინტელექტუალურ და სამეცნიერო ცხოვრებაში უცხოეთში მოღვაწე ჩვენი წარმატებული მეცნიერების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ორდღიანი პლენარული სესია, რომელსაც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. პლენარული სხდომების პარალელურად მოეწყობა პოსტერ-სესია, რომლზეც საქართველოს უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს მიეცემათ შესაძლებლობა წარმოაჩინონ თავიანთი სამეცნიერო პოტენციალი და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მიაწოდონ ინფორმაცია კვლევის სფეროების, მიღწეული შედეგების, აკადემიური რესურსისა და სხვ. შესახებ.

ფორუმზე იმსჯელებენ მეცნიერების გლობალური პროგრესის კონტექსტში საქართველოს როლსა და მიზნებზე, ხოლო მომდევნო დღეები დაეთმობა მოწვეულ მეცნიერთა საჯარო ლექციებს საუნივერსიტეტო აუდიტორიებში.

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ფორუმში მონაწილეობენ უცხოეთში მოღვაწე მსოფლიოს უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს კვლევებში ჩართული ქართველი მეცნიერები.

share