GEO ENG
 

 







 

2010-08-20
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფონდის ლოგოს შესაქმნელად აცხადებს კონკურსს

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში) ან დაფუძნების დამადასრურებელი დოკუმენტაცია (იურიდიული პირის შემთხვევაში);
  • საკონკურსო განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ, რომელიც მოიცავს კონკურსანტის მიერ შექმნილი ლოგოს ნიმუშს, მის ტექსტობრივ აღწერილობას (ნაბეჭდი და ელექტრონული სახით, ჩაწერილი კომპაქტ დისკზე (CDR)).

საკონკურსო განაცხადების ფონდში წარმოდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 სექტემბერი.

მისამართი: დ. უზნაძის ქ. №68, IV სართული;
ტელ: 877 977 210
ელ-ფოსტა: iashvili-natia@rustaveli.org.ge
საკონტაქტო პირი: ნათია იაშვილი (ფონდის საორგანიზაციო საქმის სპეციალისტი)

share