GEO ENG
 

 







 

2015-12-10
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგები

ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის მიზნებია: საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე დარგობრივი და ინტერდისციპლინური კვლევების განვითარება და პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე; ახალგაზრდა მკვლვართა მოზიდვა და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდა, ქვეყნის ისტორიის, კულტურის, დამწერლობის, ენისა და ლიტერატურის, არქეოლოგიისა და ხელოვნების, რელიგიის, სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური ტრანსფორმაციის თანამედროვე კვლევების შედეგების გავრცელება საერთაშორისო აკადემიურ ქსელში; საქართველოსა და რეგიონის შემსწავლელი თანამედროვე კვლევების გამოყენებით თანამშრომლური კონტაქტებისა და კვლევითი კონსორციუმების ჩამოყალიბება, მრავალმხრივი, მდგრადი საერთაშორისო თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

კონკურსში დარეგისტრირდა 11 განაცხადი. 1 განაცხადი კონკურსის პირობებთან შეუსაბამობის გამო მოიხსნა კონკურსიდან (პროექტის შიფრი uogsp 2015-006). ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ფონდის ერთობლივმა კომისიამ ინტერვიუები ჩაატარა კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ 8 განმცხადებელთან. ინტერვიუების შედეგად კომისიამ დასაფინანსებლად შეარჩია ორი პროექტი:

მკვლევარი

კვლევითი პროექტის სათაური

ნინო ბათიაშვილი

ქართული ეროვნულობის სტრატეგიები:

ორხმოვანი იდენტობები და «პოსტის» პარადიგმა”

 

Georgian Strategies of Nationhood: “Bivocal” identities and the Paradigm of the “Post”

ირმა ყარაულაშვილი

„გვიან ანტიკური და შუასაუკუნეების ქრისტიანული კავკასიის ნარატიული წყაროები (ეთნო-ისტორიული იდენტობისა და კულტურული მეხსიერების ჩამოყალიბება)“

 

Late Antique and Medieval Narrative Sources of the Christian Caucasus (Construction of Ethno-Historical Identities and Cultural Memory)

 

გამარჯვებულები დაფინანსდებიან მიწვეული მკვლევარის სტატუსით 12 თვიანი კვლევითი მივლინებით გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტში, ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის (http://www.area-studies.ox.ac.uk), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრში (http://www.rees.ox.ac.uk) და განახორციელებენ კვლევას ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შერჩეულ მაღალკვალიფიციურ მენტორთან თანამშრომლობით.

გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში 2015 წლის 15 დეკემბრის 18:00 საათამდე  ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.

გენერალური დირექტორის ბრძანება

share