GEO ENG
 

 







 

2015-12-09
შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენლებთან

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ DAAD-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის სტიპენდიების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კაი ფრანკე, DAAD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი საქართველოში დოქ. მარტინ პრაქსენტალერი.

ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილები იყვნენ გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ხიშტოვანი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი მარიამ ქებურია.

 

მხარეებმა განიხილეს  თანამშრომლობის შესაძლებლობები, კერძოდ, ისაუბრეს ახალგაზრდა მეცნიერების ჩართულობით ერთობლივი  კვლევითი პროგრამების განვითარების შესახებ.  შეხვედრაზე გაჟღერებული ინიციატივების განხორციელების მიზნით, დაისახა გეგმები.

 

share