GEO ENG
 

 







 

2015-12-03
შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა შეხვედრა საქართველოში  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური განყოფილების უფროსი  დუაით ნაისტრომი და პოლიტიკური/ეკონომიკური ოფიცერი ანტონიო კამპილო-ჰერნანდესი.

 

ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილები იყვნენ გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო გაჩეჩილაძე და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი მარიამ ქებურია.

 

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.   გენერალურმა დირექტორმა სტუმრებს ფონდის საქმიანობა გააცნო, ინფორმაცია მიაწოდა სამეცნიერო პროგრამების, მიმდინარე სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ. აშშ-ის საელჩოს მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, განიხილოს ფონდს შესაძლებლობების განვითარების საკითხი  საელჩოს მიერ მხარდაჭერილი შესაბამისი პროგრამების ფარგლებში.

 

მხარეები მეცნიერების მენეჯმენტისა და პოპულარიზაციის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

share