GEO ENG
 

 







 

2015-11-26
მემორანდუმი გაფორმდა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, „საქპატენტსა“ და GITA-ს შორის

შეთანხმების საფუძველზე მხარეები, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, ისწრაფვიან განავითარონ და გააღრმავონ თანამშრომლობა ერთობლივი რესურსის გამოყენებით.

 

მემორანდუმის ფარგლებში მომზადდება  ერთობლივი მიზნობრივი  პროგრამები,  ერთობლივი კვლევითი პროგრამის ფარგლებში; ხელი შეეწყობა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის განვითარებისკენ მიმართულ  ღონისძიებების განხორციელებას; განახორციელდება ინოვაციების და ტექნოლოგიების დარგში ტრენინგები, სემინარები, სამეცნიერო კონფერენციები და პროექტები; ასევე, კვალიფიციური დახმარება გაეწევა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილე პირებს ადგილობრივ და საერთაშორისო საგანაცხადო მასალების მომზადებასა და წინასწარი საპატენტო ძიებების ჩატარებაში;

share