GEO ENG
 

 







 

2015-11-19
შეხვედრა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან

სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში შედგა შეხვედრა საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ფონდის გენერალური დირექტორი მარინე ჩიტაშვილი, გენერალური დირექტორის მოადგილე - მანანა (მაკო) მიქაბერიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე - თინათინ ბოჭორიშვილი, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის,  შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი - გიორგი ხიშტოვანი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი - მარიამ ქებურია.

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იყვნენ ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი და ამავე ინსტიტუტის ლინგვისტური, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ხელმძღვანელი კოლა კაბრიელი.


შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს თავიანთი ინსტიტუციების საქმიანობა, წარადგინეს პროგრამებისა და ინიციატივების მოკლე მიმოხილვა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

 

საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა მზაობა გამოხატა შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობით მკვლევართა მობილობის ხელშემწყობი ერთობლივი პროგრამის განვითარებაზე და ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის ,,ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში კოლაბორაციის გაძლიერებაზე.  

share