GEO ENG
 

 







 

2015-10-30
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას 2016 სასწავლო წლისთვის ისრაელის სტიპენდიების შესახებ

ისრაელის მთავრობა სხვა ქვეყნების სტუდენტებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებს საგანმანათლებლო 

სტიპენდიებს სთავაზობს:

 

1.  ივრითის საზაფხულო კურსები (ულპანი)

2.  სამეცნიეროკვლევითი აკადემიური წელიწადი.

 

მოთხოვნები:

·        აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ ბაკალავრის (ანუფრო მაღალიხარისხი ხელოვნების ან მეცნიერების განხრით და კარგი აკადემიური მოსწრება;

·        აპლიკანტი უნდა იყოს იმ ქვეყნის მოქალაქე,რომლის სახელითაც სურს კურსებში მონაწილეობა და მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს(აკადემიური წლის დასაწყისში).

·         აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ინგლისურის ან ივრითის პროფესიული ცოდნის დამადასტურებელი მოწმობა.             

·         აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს ისრაელის იმ უნივერსიტეტის მოთხოვნებსსადაც კურსის 

·         გავლა სურს. სტიპენდია გამოიყოფა მხოლოდ ამ ინსტიტუტის მიერ კანდიდატის მიღებაზე 

დათანხმების შემთხვევაში.

 

დამატებით ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე

http://embassies.gov.il/tbilisi-ge/NewsAndEvents/Pages/scholarships_2016.aspx

share