GEO ENG
 

 







 

2015-10-26
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თს ფონდის სტუდენტური ინოვაციური პროექტების საგრანტო კონკურსის შესახებ

კონკურსის საფუძველზე ფონდი გამოავლენს და დააფინანსებს საუკეთესო სტუდენტურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს კომერციული ღირებულების მქონე ინოვაციური იდეების რეალიზაციას,გამოგონებების სრულყოფას, საცდელი ნიმუშების (პროტოტიპების) დამზადებას, ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შექმნა-დამუშავებას.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლოდაწესებულების ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს. თითოეული გამარჯვებული პროექტი 10 000 ლარით დაფინანსდება.  პროექტების ხანგრძლივობა 6 თვემდეა. პროექტების მოკლე ვერსიების ელექტრონული რეგისტაცია 25 ნოემბრის 24 საათზე დასრულდება.
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება თს ფონდის ვებგვერდზე tsfund.ge შეუძლიათ.

share