GEO ENG
 

 







 

2015-10-16
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2015 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსს “საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევებისათვის”

კონკურსის მიზანია: ხელი შეუწყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების, კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების, წერილობითი და სხვა სახის წყაროების, საარქივო მასალის, ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე  შესწავლას, მათ მოძიებას, აღრიცხვას და სისტემატიზაციას, ქართველი ერის ინტელექტუალური და ნივთიერი მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაციას და ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვას ამ სფეროში.

კონკურსში მონაწილე პროექტის მაქსიმალური  ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3 წელი, ფონდიდან მოთხოვნილი წლიური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზეhe2015@rustaveli.org.ge  2015 წლის 15 ნოემბრის 24:00 სთ-მდე.

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ ფონდის კანცელარიაში 18 ნოემბრის 16:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის .1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (კანცელარია).

დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

16/10/2015 - კონკურსის გამოცხადება;

21/10/2015 10:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია;

4/11/2015 16:00 სთ. - ჯგუფური კონსულტაცია;

15/11/2015 24:00 სთ. - ელექტრონული განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა;

18/11/2015 16:00 სთ. - ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადების კანცელარიაში დარეგისტრირების ბოლო ვადა;

10/12/2015 - კონკურსის შედეგების გამოცხადება;

11/12/2015-25/12/2015 - ხელშეკრულებების გაფორმება.

დეტალურ ინფორმაციას კონკურში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ დოკუმენტებში:

·         მინისტრის ბრძანება

·         ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება

·         კონკურსის პროგრამა და პირობები (დანართი №1)

·         განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 2)

·         საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი 3)

·         გეგმა-გრაფიკი (დანართი 4)

·         ბიუჯეტის ფორმა (დანართი №5)

·         პროექტის მონაწილის პროფესიული ბიოგრაფიის ფორმა (დანართი 6)

·        პროექტის მომზადებისა და კონკურსზე რეგისტრირების ინსტრუქცია

·         ხშირად დასმული კითხვები

 

სხვა დოკუმენტები:

·         „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“  - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება;

                   https://matsne.gov.ge/ka/document/view/60034

·         „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანება

                    https://matsne.gov.ge/ka/document/view/1033317


კონკურსთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ პროგრამის კოორდინატორებს:

 

ქეთი გაბიტაშვილი

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 07)

მობილური: +995 577 977 387 
ელ-ფოსტაgabitashvili@rustaveli.org.ge

 

ვაჟა ლომიძე   

ელ-ფოსტაlomidze@rustaveli.org.ge

 

 შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !

share