GEO ENG
 

 







 

2015-10-08
შეხვედრა “ფოლცვაგენის” ფონდის (VolkswagenStiftung) წარმომადგენლობასთან

დღეს, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა სამუშაო შეხვედრა „ფოლცვაგენის“ ფონდის წარმომადგენლებთან. 

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: ფოლცვაგენის  ფონდის  გენერალური მდივანი დოქტორ ვილჰელმ კრული, ფონდის ცენტრალური აზიისა და კავკასიის პროგრამის დირექტორი დოქტორ მატიას ნოლენბურგი და ფონდის ცენტრალური აზიისა და კავკასიის, ევროპისა და გლობალური გამოწვევების პროგრამის დირექტორი დოქტორ ვოლფგანგ ლევერმანი.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ფონდის გენერალური დირექტორი პროფესორი მარინე ჩიტაშვილი, ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე -ნი მანანა (მაკო) მიქაბერიძე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის, შეფასებისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი -ნი გიორგი ხიშტოვანი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი -ნი მარიამ ქებურია.

მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. შეაფასეს ერთობლივი პროგრამებისა და ინიციატივების  განხორციელების შესაძლებლობები.

„ფოლცვაგენის“ ფონდის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მეცნიერთა მიერ განხორციელებული კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების წარმატებას; ისაუბრეს იმ პროგრამების განვითარების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს კვლევის ხარისხის გაზრდას, სამეცნიერო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციასა და ახლგაზრდა მეცნიერთა ჩართულობას საერთაშორისო კვლევით პროექტებში.

share