GEO ENG
 

 







 

2015-10-07
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი „კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტებისთვის (2015-2016 წწ.)“ შედეგები

პროგრამის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ მაგისტრანტებს შეასრულონ მათ საკვალიფიკაციო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.

პროგრამის ფარგლებში ფონდში დარეგისტრირდა 2 განაცხადი. ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ორივე განაცხადი აკმაყოფილებდა პროგრამის პირობებს. შესაბამისად, შემოსული განაცხადების ერთიანი სია და პროექტები (მოთხოვნილი დოკუმენტაციის პაკეტი) საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ელექტრონული ფოსტით გაეგზავნა იულიხის კვლევით ცენტრს.

იულიხის კვლევითმა ცენტრმა დასაფინანსებლად დაამტკიცა ორივე განაცხადი. გამარჯვებულ მაგისტრანტებს სერტიფიკატები გადაეცათ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „შემოდგომის ლექციების“ გახსნის ცერემონიალზე.

  • გამარჯვებული პროექტები
  • გენერალური დირექტორის ბრძანება
  • share