GEO ENG
 

 







 

2015-10-02
ხშირად დასმული კითხვები მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩის“კონკურსის შესახებ

შეგიძლიათ გაეცნოთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა  კონკურსი „ლეონარდო და ვინჩის“კონკურსის საკონსულტაციო შეხვედრებზე ხშირად დასმულ კითხვებს.

ხშირად დასმული კითხვები:

 

1 ინჟინერიის მიმართულებით პროექტის შედგენისას რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება?

 

საკონკურსო კომისის წევრები ყურადღებას აქცევენ, თუ რამდენად ინოვაციური იდეაა და რამდენად გამოყენებადია, კვლევის შედეგი არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ  თეორიული მასალის წარმოდგენით.

 

2. სამეცნიერო კვლევების მიმართულებით  პროექტის შედგენისას  რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება?

 

უნდა აღწეროთ წინა კვლევები, როგორ მიიღეთ ეს პროდუქტი.

 

3. როგორ უნდა მოვემზადოთ  კონკურსის დასკვნითი  ფინალისთვის ?

 

საკონკურსო ფინალისთვის გამოფენაზე სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი შექმნილი საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი ან/და ნახაზის მოდელი. საილუსტრაციო მაკეტი/მოდელი საკონკურსო ფინალისთვის  არ უნდა იყოს წარმოდგენილი  სანახევროდ/დაუმთავრებელი.

 

4. შესაძლებელია თუ არა სხვა კონკურსზე გატანილი გამოგონების წარდგენა ,,ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსზე?

 

საკონკურსოდ არ განიხილება პროექტი, რომელმაც საპრიზო ადგილი დაიკავა ან გაიმარჯვა ფონდის ან სხვა ორგანიზატორის  მიერ ადრე ჩატარებულ  კონკურსში. ყალბი ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში პროექტი მოიხსნება კონკურსიდან.

თუ პროექტი წარდგენილი გაქვთ  სხვა კონკურსში, აუცილებლად უნდა მიუთითოთ განაცხადში კონკურსში მონაწილეობის შეასხებ

 

5. რამდენი წევრია შესაძლებელი იყოს ჯგუფში გაერთიანებული?

 

კონკურსში განაცხადების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი კლას(ებ)ის სამ მოსწავლეს. კონკურსზე პროექტის დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფის წევრთა ცვლილება დაუშვებელია.

 

6. რა ჩაითვლება გამოგონებად?

 

გამოგონებად ჩაითვლება იმ ტექნიკური პრობლემის ახლებური გადაწყვეტის იდეა, რომელიც შეიძლება ეხებოდეს პროდუქტს ან პროდუქტის მიღების ტექნოლოგიას.

 

share