GEO ENG
 

 







 

2015-09-25
ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღე გაიმართა

დღეს, 25 სექტემბერს, 09:30 – 17:30 საათზე, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო როგრამა ,,ჰორიზონტი 2020“- საინფორმაციო დღე გაიმართა თბილისის  სახელმწფო სამედიცინო უნივერსიტეტში.

საინფორმაციო დღეზე დარეგისტრირდა 140 მეცნიერი. სხდომა გახსნეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა, მარინე ჩიტაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ევროკავშირის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 18 ორგანიზაციასთან ერთად, მონაწილეობს ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მეშვიდე ჩარჩო პროგრამით (FP7) დაფინანსებულ პროექტშიაღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ქვეყნების მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი” - IncoNet EaP. 

ღონისძიებაზე განხილულ საკითხებს შორის იყო:  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის (Horizon 2020) მიმოხილვა (დაფინანსების შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობა); საქართველოს მონაწილეობა ჩარჩო პროგრამაშისაქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი კვლევისა და განვითარების პროგრამებიმიმდინარეობდა ორი პარალელური თემატური სესია: ჯანდაცვის საკითხებს,  კლიმატის ცვლილებებისა და ენერგეტიკის შესახებ. ყოველი მოხსენების შემდეგ მეცნიერები კითხვებს უსვამდნენ მომხსენებლებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ორგანიზებით მომავალშიც იგეგმება  ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ,,ჰორიზონტი 2020“-ის საინფორმაციო დღეების ჩატარება.

მომხსენებელთა პრეზენტაციები იხილეთ:

ულე მუსტი - ესტონეთის კვლევის საბჭო, საერთაშორისო კვლევის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი. ,,ჰორიზონტი 2020’’-ის ეროვნული საკონტაქტო პირი (NCP), კოორდინატორი (ესტონეთი).

არგო სუნ - ჯანდაცვის საკითხებში ეროვნული საკონტაქტო პირი (NCP), ,,ჰორიზონტი 2020“ (ესტონეთი).

მარია ჰაბიხტ - ეროვნული საკონტაქტო პირი (NCP), ,,ჰორიზონტი 2020“,  ,,დაცული, სუფთა და ეფექტიანი ენერგეტიკა“,  ,,მწვანე და ინტეგრირებული ტრანსპორტი“ (ესტონეთი).

ტოივო რაიმი - ესტონეთის განათლებისა და კვლევის სამინისტრო.

მაია ოკუჯავა - ჯანდაცვის საკითხებში ეროვნული საკონტაქტო პირი (NCP), ,,ჰორიზონტი 2020“ (საქართველო).

ია ფანცულაია - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,  ასოცირებული პროფესორი.

ნათია გაბიტაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ,,ჰორიზონტი 2020 „-ის ეოვნული საკონტაქტო პირი (NCP),  კოორდინატორი (საქართველო);

მანანა (მაკო) მიქაბერიძე - სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი,  გენერალური დირექტორის მოადგილე;

მარინე არაბიძე - გარემოს ეროვნული სააგენტო,  პროექტის -  “CoCoNet”  ადგილობრივი  კოორდინატორი;

გიორგი აბულაშვილი - ენერგოეფექტურობის ცენტრის (EEC)  დირექტორი.

share