GEO ENG
 

 







 

2015-09-16
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2015 წლის სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსს

კონკურსის მიზნებია:

კონკურსის მიზნებია: ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და  ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

კონკურსის ფარგლებში  სეზონური სკოლები უნდა ჩატარდეს 2015 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მაისის ჩათვლით.

თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 ლარს. მიმდინარე კონკურსის საერთო ბიუჯეტია 500 000 ლარი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ss2015@rustaveli.org.ge 2015 წლის 16 სექტემბრიდან 22 სექტემბრის 16:00 სთ-მდე.

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ უნდა წარმოადგინოთ ფონდის კანცელარიაში 23 სექტემბრის 16:00 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ალექსიძის ქ.1, III სართული, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილი განცხადებები საკონკურსოდ არ განიხილება.

კონკურსის ადმინისტრირების განრიგი:

·         16/09/2015 - კონკურსის გამოცხადება;

·         18/09/2015 16:00 სთ - ჯგუფური კონსულტაცია;

·         22/09/2015 16:00 სთ - ელექტრონული განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა;

·         23/09/2015 16:00 სთ - ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადების კანცელარიაში დარეგისტრირების ბოლო ვადა;

·         29/09/2015 - შედეგების გამოცხადება;

·         29/09/2015-30/09/2015 - ხელშეკრულებების გაფორმება

·         30/09/2015-დან - გრანტის თანხის გადარიცხვა.

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულებში:

·         მინისტრის ბრძანება

·         გენერალური დირექტორის ბრძანება

      ცვლილება გენერალური დირექტორის ბრძანებაში

·        კონკურსის პროგრამა და პირობები

·        განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ

·         საპროექტო წინადადების ფორმა

·         პროექტის ბიუჯეტის და გეგმა-გრაფიკი ფორმა

·         პროექტის მონაწილის პროფესიული ბიოგრაფიის ფორმა

·         პროექტის მომზადებისა და რეგისტრაციის ინსტრუქცია

·         სამეცნიერო მიმართულებები

        ·        ხშირად დასმული კითხვები

პროგრამის კოორდინატორები:

ქეთი გაბიტაშვილი

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 07)

მობილური: +995 577 977 387 
ელ-ფოსტა:
gabitashvili@rustaveli.org.ge

დავით ჩიჩუა

ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4402)

მობილური: +995 599 788 332
ელ-ფოსტა:
chichua@rustaveli.org.ge

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მისამართი:

მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული 

თბილისი 0193

სეზონური სკოლების შემდეგი კონკურსი გამოცხადდება 2016 წლის დასაწყისში.

 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი გისურვებთ წარმატებებს !

share