GEO ENG
 

 







 

2015-06-19
ჰორიზონტი 2020-ის კონკურსების საინფორმაციო დღე გაიმართა

19 ივნისს, 11 საათზე რუსთაველის ფონდის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა „ჰორიზონტი 2020“-ის მიერ გამოცხადებული კონკურსების საინფორმაციო დღე.

 

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით დღეს, 19 ივნისს, რუსთაველის ფონდის საკონფერენციო დარბაზში  გაიმართა ჰორიზონტი 2020-ის კონკურსების საინფორმაციო დღე.  შეხვედრას ესწრებოდა 80-მდე მეცნიერი.  მეცნიერებმა მოისმინეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლის, „ჰორიზონტი 2020“-ის ეროვნული კოორდინატორის, ნათია გაბიტაშვილისა და კვლევების ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ხელშემწყობი საერთაშორისო ცენტრის (ICARTI) აღმასრულებლი დირექტორის  გივი ქოჩორაძის პრეზენტაციები.  

 

საინფორმაციო შეხვედრა ძირითადად შეეხებოდა ჰორიზონტი 2020-ის მიერ 27 აგვისტომდე გამოცხადებული ღია კონკურსების პირობებსა და ქართველ მეცნიერთა ჩართულობის შესაძლებლობებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა ECAS (ევროპის კომისიის საიდენთიფიკაციო მომსახურების) სისტემაში ორგანიზაციების რეგისტრაციის ინსტრუქციებზე, პარტნიორების მოძიების პროგრამაზე, საბროკერო შეხვედრების კლასიფიკაციაზე და ჰორიზონტ 2020–ის რამდენიმე მნიშვნელოვან პრიორიტეტზე. პრეზენტაციების შემდეგ  მეცნიერებს შორის დისკუსია გაიმართა. 

 

ღონისძიების პრეზენტაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

 

კონკურსები

ECAS-ს სისტემაში რეგისტრაცია

ჰორიზონტ 2020 -ის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები

share