GEO ENG
 

 







 

2014-12-25
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა (ფონდი) და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2014 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

 

კონკურსის მიზანია შესაძლებლობა მისცეს ქართველ დოქტორანტებსა და მაგისტრანტებს შეასრულონ მათ საკვალიფიკაციო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.

საკონკურსოდ ფონდში შემოვიდა 5 საპროექტო განაცხადი. კონკურსის პირველ ეტაპზე, თითოეული განაცხადი შეაფასა ორმა ქართველმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. 

სსიპ -  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2014 წლის 1 დეკემბრის N120 ბრძანებით შექმნილმა საკონკურსო კომიასიამ შეადგინა დაფინანსების კანდიდატთა პირველადი სია, რომელშიც  კონკურსის პირობების თანახმად შევიდა ხუთივე პროექტი შეფასებული არანაკლებ 80 ქულით.

კომისიის მიერ დამტკიცებული დაფინანსების კანდიდატთა პირველადი სია და შესაბამისი საპროექტო განაცხადები გაეგზავნა იულიხის კვლევით ცენტრს გამარჯვებულების გამოსავლენად. იულიხის კვლევითმა ცენტრმა გამარჯვებულად გამოავლინა ხუთივე  განაცხადი, რომლებიც დაამტკიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭომ.

ინფორმაცია საგრანტო ხელშეკრულების გასაფორმებლად წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ დამატებით განთავსდება ფონდის ვებგვერდზე
 
 
 
 
share