GEO ENG
 

 







 

2014-09-30
მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ნოემბერ-დეკემბრის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის 16 მეცნიერი დაფინანსდა

2014 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ფარგლებში ნოემბერ-დეკემბრის თვეებში დაგეგმილი ღონისძიებისათვის შემოსული 46 განაცხადიდან საკონკურსო კომისიამ დასაფინანსებლად 16 მეცნიერი შეარჩია.

მოკლევადიანი ინდივიდუალური სახელმწიფო სამოგზაურო საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

იხილეთ დაფინანსებული პროექტები:

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2014 წლის 13 ოქტომბრისა ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული დოკუმენტები.

იხილეთ გენერალური დირექტორის ბრძანება:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ დოკუმენტების ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში გამარჯვებულ პირებთან ხელშეკრულება არ გაფორმდება!

share