GEO ENG
 

 







 

2014-06-27
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი საზაფხულო სკოლების საგრანტო კონკურსს აცხადებს


კონკურსის მიზანია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა აკადემიური დონის ასამაღლებლად და კვლევების განვითარების ხელშესაწყობად საზაფხულო სკოლების ორგანიზება და განხორციელება საქართველოში.

კონკურსში პროექტის წარდგენა შეუძლია ერთ ან ერთზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. რამდენიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი პროექტისთვის ერთ-ერთი ითვლება წამყვანად, დანარჩენი - თანამონაწილე ორგანიზაციად.

პროექტის წარმდგენელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უნდა ჰქონდეს საზაფხულო სკოლის სამეცნიერო მიმართულების შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები.
პროექტი უნდა ითვალისწინებდეს არანაკლებ ორი უცხოელი/უცხოეთში მოღვაწე პროფესორის/დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის მონაწილეობას.

კონკურსში უპირატესობა მიენიჭება პროექტს, რომელიც:

ა) ითვალისწინებს საქართველოს რეგიონებში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების პროექტში ჩართულობას;

ბ) მოიცავს ინტერდისციპლინურ თემატიკას;

გ) ითვალისწინებს წარმდგენი ან/და თანამონაწილე ორგანიზაციის, სხვა დონორის თანადაფინანსებას.

საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარს.
პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია 2014 წლის 7 ივლისის 24 :00 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის პროექტის წარმომდგენი იურიდიული ან ფიზიკური პირების განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 9 ივლისის 18:00 საათისა.

საბუთების მიღება წარმოებს რუსთაველის ფონდში. მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. №1, III სართული (კანცელარია).
ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

ბრძანება;

მინისტრის ბრძანება

საგრანტო კონკურსის პირობები;

მოწვეული უცხოელი ლექტორის პროფესიული ავტობიოგრაფიის (CV) ფორმა;

განცხადების ფორმა;

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია;

საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება.

საკონტაქტო პირები: ანი ჩიქოვანი; მაკა ქაჯაია
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. #1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 44 09; 40 33), მობ: 577 97 72 02; 577 74 14 47
ელ-ფოსტა: chikovani@rustaveli.org.ge kajaia@rustaveli.org.ge

share