GEO ENG
 

 







 

2014-05-28
საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტები სპეციალურ მომზადებას გაივლიან

ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრები და რეზერვისტები საერთაშორისო ოლიმპიადები 2014-სთვის ემზადებიან.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 44 მოსწავლე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების სპეციალურ ერთთვიან კურსს გაივლის. მოსწავლეებს მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ მეცნიერთა ჯგუფები საერთაშორისო ოლიმპიადების კომიტეტების მიერ დადგენილი პროგრამებით მოამზადებენ.

2014 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სახელით 23 მოსწავლე გაემგზავრება.

წვრთნების განრიგი:

ფიზიკის ნაკრები და რეზერვისტები - 29 მაისი-29 ივნისი;
ინფორმატიკის ნაკრები და რეზერვისტები - 29 მაისი-29 ივნისი;
მათემატიკის ნაკრები და რეზერვისტები - 29 მაისი-29 ივნისი;
ბიოლოგიის ნაკრები და რეზერვისტები - 8 ივნისი-21 ივნისი; 
ქიმიის ნაკრები და რეზერვისტები - 3 ივლისი-16 ივლისი.

ბრძანება საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებისა და რეზერვისტების დამტკიცების შესახებ

share