GEO ENG
 

 







 

2014-04-30
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს აცხადებს

ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მიზანია, ხელი შეუწყოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო კვლევების შემდგომ განვითარებას, ღიად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გზით შეარჩიოს და დააფინანსოს ფუნდამენტური ხასიათის სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

საკონკურსო პირობების მიხედვით პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, ხოლო ფონდიდან წლიურად მოთხოვნილი თანხა 50 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის 13 მაისიდან 23 ივნისის 24 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 27 ივნისის 18 საათისა. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

მთავრობის დადგენილება
ბრძანება
კონკურსის წესი
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ
საპროექტო წინადადების ფორმა (ასატვირთი ფაილი)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N220
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N 672
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია
საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება
ხშირი შეცდომები

პროგრამის კოორდინატორი: რევაზ ასათიანი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4133), მობ: 577 75 72 74
ელ-ფოსტა: asatiani@rustaveli.org.ge

share