GEO ENG
 

 







 

2014-02-27
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2014 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსს

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეც-ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2014 წლის 15 მაისიდან 2015 წლის 15 მაისის ჩათვლით.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2014 წლის 4 მარტიდან 4 აპრილის 24.00 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის 2014 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2014 წლის 8 აპრილის 18.00 საათისა.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

ბრძანება

მთავრობის დადგენილება;

კონკურსის პროგრამა და პირობები;

განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია

საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება.

პროგრამის კოორდინატორი: გელა ჯავახიშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4407) მობ: 577 11 20 01
ელფოსტა: gjavakhishvili@rustaveli.org.ge

share