GEO ENG
 

 







 

2013-12-12
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2013 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

დამთავრდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის - Forschungszentrum Jülich (JÜLICH) ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2013 წლის საგრანტო კონკურსი.

კონკურსზე წარმოდგენილი იყო 3 საპროექტო წინადადება, რომლებიც შეაფასეს ფონდის დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. ამ შეფასებების საფუძველზე საკონკურსო კომისიამ შეადგინა დაფინანსების კანდიდატთა პირველადი სია, რომელიც გამარჯვებულთა შესარჩევად გაეგზავნა იულიხის კვლევით ცენტრს.

ფონდის ექსპერტთა და გერმანელ მეცნიერთა შეფასებების გათვალისწინებით, JÜLICH-ის ხელმძღვანელობისა და ფონდის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსება მიიღო სამივე აპლიკანტმა.

იხილეთ შედეგები.

share