GEO ENG
 

 







 

2013-12-12
სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის შესყიდვისათვის კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2013 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა. ფონდში საკონკურსოდ შემოტანილი 89 განაცხადიდან ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 5 დეკემბრის N79 ბრძანებით, ტექნიკური ექსპერტიზის დროს გამოვლენილი ხარვეზების საფუძველზე, კონკურსიდან მოიხსნა ოთხი განაცხადი.

კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი დარჩენილი 85 განაცხადი განიხილა და შეაფასა ფონდის გენერალური დირექტორის 2013 წლის 5 დეკემბრის N80 ბრძანებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ. შეფასება მოხდა „სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის წესისა და საგრანტო განაცხადის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2009 წლის 23 ივნისის #119 დადგენილებით  დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით.

 

საკონკურსო კომისიამ უმაღლესი ქულების მქონე 6 პროექტი გამარჯვებულად გამოავლინა, ხოლო ქულებით მომდევნო 29 პროექტის წარმომადგენლები მოიწვია პრეზენტაციის ჩასატარებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. პრეზენტაციების მოსმენისა და დამატებითი განხილვის შემდეგ კიდევ 14 პროექტი შეირჩა დასაფინანსებლად.  ფონდის სამეცნიერო საბჭოს 2013 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით საგრანტო დაფინანსება მიიღო  20 პროექტმა.

 

გამარჯვებული პროექტები

 

share