GEO ENG
 

 







 

2013-12-11
სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2013 წლის ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის შედეგები

დასრულდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) 2013 წლის ერთობლივ სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე წარმოდგენილი საპროექტო განაცხადების შეაფასება საქართველოსა და იტალიაში, დარგის ექსპერტთაგან დაკომპლექტებული კომისიების მიერ.

შეფასებების შეჯერების შედეგად, მხარეთა მიერ დასაფინანსებლად რეკომენდებული იქნა 5 საპროექტო წინადადება, რომელთა განხილვა და დასაფინანსებლად დამტკიცება მოხდა სიიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიმდინარე წლის 28 ნოემბრის N10 სხდომაზე.

კონკურსში გამარჯვებულებული პროექტების კოორდინატორებს გთხოვთ, შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. პროექტის კოორდინატორის წერილი ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს პროექტის მიზნობრივი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ);
2. პროექტის მონაწილე ყველა ქართველი მეცნიერის პირადობის მოწმობის სრული ასლი.

share