GEO ENG
 

 







 

2013-09-06
სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის 2013 წლის კონკურსს

სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ან/და სამეცნიერო კვლევებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების შესაძენად, უსასყიდლოდ გადმოცემული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის უცხოეთიდან ტრანსპორტირებისა და არსებული სამეცნიერო-კვლევითი აპარატურის ფუნქციური გაუმჯობესების ან/და სათადარიგო ნაწილების შესყიდვისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის გაცემის მიზნით გასამართი კონკურსის მიზანია აამაღლოს საქართველოში სამეცნიერო კვლევების ხარისხი, გაზარდოს მეცნიერთათვის/მეცნიერთა ჯგუფებისათვის თანამედროვე სამეცნიერო-კვლევით აპარატურაზე ხელმისაწვდომობა და ამით ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურებას.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 15 სექტემბრიდან 10 ნოემბრის 24.00 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის პროექტის წარმომდგენი იურიდიული პირის/პირების ერთობლივ განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 13 ნოემბრის 18.00 საათისა. ვადის დარღვევით შემოსული საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემული ბმულებით:

ბრძანება
მთავრობის დადგენილება
კონკურსის პროგრამა და მასში მონაწილეობის პირობები
განცხადების ფორმა (დანართი N2)
საპროექტო წინადადება (დანართი N3)
საგრანტო პროექტის ბიუჯეტი (დანართი 4)
მონაცემები ორგანიზაციის შესახებ (დანართი 5)

პროექტის ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია

საკონტაქტო პირი: გელა ჯავახიშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის ქ. N1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (შიდა 4407) მობ: 577 11 20 01
ელფოსტა: gjavakhishvili@rustaveli.org.ge

share