GEO ENG
 

 







 

2013-09-05
დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმში უცხოელი ქართველოლოგიით დაინტერესებული უცხოელებისთვის საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე დმანისის საზაფხულო სკოლის მუშაობას გაეცნენ.

14 უცხოელი აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, აზებაიჯანიდან, სომხეთიდან, ლატვიიდან, ირანიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, მოლოვეთიდან და რუმინეთიდან დმანისის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ისტორიას და არქეოლოგიას ეცნობიან.
ყველა მათგანი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან მეცნიერია.

სპეციალური ათდღიანი სასწავლო პროგრამა საქართველოს ისტორიაში, ხელოვნებათმცოდნეობაში, არქეოლოგიაში, ეთნოლოგიასა და ნუმიზმატიკაში თეორიული სახის სალექციო კურსებსა და პრაქტიკულ მეცადინეობებს ითვალისწინებს. სამეცნიერო-კვლევითი ბაზაზე მიმდინარე სწავლებას ქართველი მეცნიერები უძღვებიან. სკოლის მსმენელებისთვის დაგეგმილია ვორკშოპების ორგანიზება და თემატური ექსკურსიების მოწყობა.

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მიმდინარე წელს ექვს საზაფხულო სკოლას აფინანსებს. ამგვარი სკოლების მიზანია ქართველოლოგიის სამეცნიერო მიმართულებაში უცხოელი მკვლევრების მოზიდვა, და ზოგადად, ქართველოლოგიის მსოფლიოს სამეცნიერო ცენტრებში პოპულარიზაცია. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს უცხოელთათვის ქართველოლოგიური მეცნიერებების და მათი კვლევის მეთოდოლოგიის გაცნობას, თეორიული და პრაქტიკული სამუშაო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და ქართველ კოლეგებთან სასწავლო და შემოქმედებითი ურთიერთობის ხელშეწყობა.

share