GEO ENG
 

 







 

2013-05-08
ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის 2013 წლის საგრანტო კონკურსის შედეგები

კონკურსის მიზანია საერთაშორისო საზაფხულო სკოლ(ებ)ის ორგანიზება, ქართველოლოგიური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობა და მეცნიერთა სამომავლო თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება, ქართველოლოგიური მეცნიერებების პოპულარიზაცია.

2013 წლის ქართველოლოგიის საზაფხულო სკოლის გრანტების კონკურსის ფარგლებში ექვსი პროექტი დაფინანსდა:

1. SS/13/1-60/13-გიორგი ბედიანაშვილი-დმანისის საზაფხულო სკოლა-სსიპ -საქართველოს ეროვნული მუზეუმი;
2. SS/7/1-20/13 - ელგუჯა ხინთიბიძე-საერთაშორისო ქართველოლოგიური საზაფხულო სკოლა-ა(ა)იპ -ქართველოლოგიური სკოლის ფონდი;
3. SS/10/1-10/13-ბუბა კუდავა-ქართული დამწერლობა-სსიპ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი;
4. SS/8/2-132/13-მერაბ ჩუხუა-ქართულ - აფხაზური სკოლა-სსიპ - ჩერქეზულ-ადიღეული კულტურის ცენტრი;
5. SS/12/1-10/13-ანტონ ვაჭარაძე-საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა-სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივი;
6. SS/9/1-20/13-ნინო სოზაშვილი-ქართული ფოლკლორის საზაფხულო სკოლა-ა(ა)იპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კონკურსში გამარჯვებულებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის კანცელარიაში შემდეგი დოკუმენტაცია:

1. ორგანიზაციიის ხელმძღვანელის წერილი ფონდის გენერალური დირექტორის სახელზე;
2. პროექტისათვის გახსნილი ანგარიშის ნომერი (გაცემული ბანკის მიერ).

ბანკიდან წარმოდგენილ მიმდინარე ანგარიშს უნდა ახლდეს ცნობა, რომ ამ ანგარიშზე არსებულ თანხას არ დაერიცხება სარგებელი.

share