GEO ENG
 

 







 

2013-04-18
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით 2013 წლის საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები გაიმართება

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდები ფიზიკის, მათემატიკის, ინფორმატიკისა და ბიოლოგიის საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებს მონაწილეობას.

საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევი ტურები შემდეგი განრიგით გაიმართება:

ფიზიკა - 20-21 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
მათემატიკა - 20 -21 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
ფიზიკა - 27-28 აპრილი - მესამე და მეოთხე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
ბიოლოგია - 27-28 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისის №51 საჯარო სკოლა, მელიქიშვილის ქ. №2, ფილარმონიის წინ);
ინფორმატიკა - 27-28 აპრილი - პირველი და მეორე ტურები (მისამართი: ქ. თბილისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი. კოსტავას №68);
მათემატიკა - 30 აპრილი-1 მაისი - მესამე და მეოთხე ტურები (მისამართი; ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, ალექსიძის №1).

2013 წელს საქართველო დელეგაციებს შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარადგენს:
ა) ფიზიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ფიზიკის 44–ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IPhO 2013 (დანია, კოპენჰაგენი 7-15 ივლისი);
ბ) მათემატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება მათემატიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IMO 2013 (კოლუმბია, სანტა მარტა 18-28 ივლისი);
გ) ინფორმატიკაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ინფორმატიკის 25-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IOI 2013 (ავსტრალია, ბრისბანი 6-13 ივლისი);
დ) ბიოლოგიაში საქართველოს ნაკრები გუნდი წარდგება ბიოლოგიის 24-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე IBO 2013 (შვეიცარია, ბერნი 14-21 ივლისი).

შესარჩევ ტურებზე მოსწავლეები უნდა გამოცხადდნენ 09:00 საათზე და თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, პასპორტი).

საერთაშორისო ოლიმიადების პროგრამა და შესარჩევ ტურებში მონაწილე მოსწავლეთა სია საგნების მიხედვით იხილეთ თანდართულ ბმულებში:

ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება 2013 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევის, მომზადებისა და საერთაშორისო ოლიმპიადებში მათი მონაწილეობის ადმინისტრირების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ
ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანება მწვრთნელთა შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
№14 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მათემატიკის 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევ ტურებში მონაწილეთა სი
ფიზიკის 44-ე საერთაშორისო ოლიმპიადისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის შესარჩევ ტურებში მონაწილეთა სია 

№13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

share