GEO ENG
 

 







 

2013-02-25
საკონფერენციო გრანტების კონკურსი გამოცხადდა

საკონფერენციო გრანტების კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ლოკალური და საერთაშორისო სამეც-ნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარებას, ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას, სამეცნიერო კვლევების განვითარებას, ქართველ მეცნიერთა შრომების პოპულარიზაციას საერთაშორისო ჟურნალებსა და სამეცნიერო კრებულებში, მსოფლიო პროცესებში მეცნიერთა ინტეგრირებას.

კონკურსის ფარგლებში დასაფინანსებელი კონფერენციის ჩატარება გათვალისწინებული უნდა იყოს 2013 წლის 20 აპრილიდან 2014 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 26 თებერვლიდან 28 მარტის 24.00 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის 2013 წლის საკონფერენციო გრანტების კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2013 წლის 2 აპრილის 18.00 საათისა.

ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი საკონკურსოდ არ განიხილება.
დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ქვემოთმოცემული ბმულებით:

ბრძანება;
მთავრობის დადგენილება;
კონკურსის პროგრამა და პირობები;
განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია;
საკონკურსო განაცხადის წარდგენა/ დარეგისტრირება.



პროგრამის კოორდინატორი ეკატერინე ბუთლიაშვილი
დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის №1, III სართული
ტელ: + (995 32) 2 200 220 (4222);
ელ-ფოსტა: ekaterine@rustaveli.org.ge
ვებ-გვერდი: www.rustaveli.org.ge

share