GEO ENG
 

 







 

2012-12-25
განცხადება

გაცნობებთ, რომ სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში (მტცუ) 2013 წლის 9 იანვრისთვის გეგმავენ მიზნობრივი კვლევებისა და განვითარების ინიციატივების პროგრამის ფარგლებში მეექვსე საგრანტო კონკურსის გამოცხადებას.

კონკურსის მიზანია, შეარჩიოს და დააფინანსოს სამეცნიერო პროექტები შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს უკრაინაში (მტცუ) შორის შეთანხმებული შემდეგი პრიორიტეტული სამეცნიერო მიმართულებებიდან:
ა) ბიოტექნოლოგიები და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
ბ) ახალი მასალები და ნანოტექნოლოგიები;
გ) საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.

ამ ეტაპზე ხდება 2013 წლის კონკურსის პირობების დეტალების დაზუსტება, თუმცა წინა კონკურსთან შედარებით მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები იგეგმება. დეტალური ინფორმაცია განთავსდება ფონდის ვებგვერდზე კონკურის გამოცხადებისთანავე.

პროექტების მოკლე ვერსიების წარმოდგენის საშუალება აპლიკანტებს ექნებათ 2013 წლის 25 იანვრამდე.

share